მთელი ირანის მასშტაბით საპროტესტო ტალღა გრძელდება. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საყოველთაო პროტესტის გამო, ქვეყანაში ამ დრომდე შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომა.
მედიის ინფორმაციით, ირანში საპროტესტო აქციებზე მომხდარ დაპირისპირებებს დღემდე 76-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ირანელების მასშტაბური პროტესტი 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის მორალის პოლიციის მიერ დაკავებისა და შემდეგ მისი სიკვდილის გამო აგორდა.