04 ივლისი 2026,   01:57
ვრცლად
აშშ არ არის წინააღმდეგი, უკრაინამ დასავლეთის მიერ მიწოდებული შეიარაღება გამოიყენოს იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, სადაც "რეფერენდუმები" ჩატარდა

უკრაინის სრულ უფლებაზე "დაიცვას თავი საკუთარ ტერიტორიაზე და დაიბრუნოს რუსეთის მიერ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორიები" საუბრობს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები წინააღმდეგი არ არის, რომ უკრაინამ დასავლეთის მიერ მიწოდებული შეიარაღება იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად გამოიყენოს, სადაც უკანონო რეფერენდუმები ჩატარდა.

“ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვცნობთ უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიას. უკრაინელები განაგრძობენ იმის კეთებას, რაც აუცილებელია, რათა დაიბრუნონ მიწა, რომელიც მათ წაართვეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში“ – განაცხადა ბლინკენმა.

დღის ამბები