30 იანვარი 2023,   08:22
ვრცლად
საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთების საკითხზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს აქვეყნებენ

საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთების საკითხზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს აქვეყნებენ. მათი მტკიცებით, ხმების სრულად დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში ე.წ ამომრჩევლების 99.23%-მა, ლუჰანსკში - 98.42%-მა, ზაპოროჟიეში - 93.11%-მა, ხერსონში კი - 87%-მა დაუჭირა მხარი.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ე.წ. რეფერენდუმის მიმდინარეობის დროს უხეში დარღვევები და საჩივრები არ დაფიქსირებულა. ე.წ. რეფერენდუმი უკრაინის ოთხ ოლქში - ოკუპირებულ დონეცკსა და ლუჰანსკში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 23-27 სექტემბერს ჩატარდა.

პარალელურად, მძიმე ბრძოლები გრძელდება ფრონტის ხაზზე, რუსულმა ჯარებმა 3-ჯერ დაბომბეს უკრაინის მიერ განთავისუფლებული ხარკივის ოლქი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ოლქის ნაწილში შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება.

რუსებმა ავიაიერიშები მიიტანეს ოდესის, დნიპროპეტროვსკის და სუმის ოლქებზეც. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

დღის ამბები