04 ივლისი 2026,   05:50
ვრცლად
ჩინეთის პრეზიდენტი არმიას სამხედრო მზადყოფნისკენ მოუწოდებს

ჩინეთის პრეზიდენტმა ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელ არმიას სამხედრო მზადყოფნისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.

ასეთი ინსტრუქცია სახელმწიფოს მეთაურმა პეკინში მიმდინარე ეროვნული თავდაცვისა და სამხედრო რეფორმების სემინარის მონაწილეებს გაუგზავნა.

სი ძინპინმა ბრძანება ტაივანის ირგვლივ ვითარების გამწვავების ფონზე გამოსცა. ოფიცილაური ინფორმაციით, ჩინეთის ქვედანაყოფები აშშ-სა და კანადის საზღვაო გემების ტაივანის სრუტეში გავლის შემდეგ მაღალ საბრძოლო მზადყოფნას ინარჩუნებენ.

დღის ამბები