04 ივლისი 2026,   07:09
ვრცლად
"აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და ასზე მეტი "აზოველი" ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდნენ

"აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო ასზე მეტ "აზოველთან" ერთად ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია 21 სექტემბერს, გვიან ღამით გავრცელდა.

გათავისუფლებულთა შორის ასევე არიან "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი "კალინა", დმიტრი ვოლონტირეცი "ვოლინა", დმიტრი კოზიცკი "ორესტი". მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილო ვერშინინი, ეკატერინა პოლიშჩუკი "პტაშკა", აზოვსტალის მცველი მიხაილ დიანოვი და სხვები.

არსებული ინფორმაციით, ტყვეობიდან 215 უკრაინელი მებრძოლი დაბრუნდა, მათ შორის 108 "აზოველია".

უკრაინელი მებრძოლები რუს მფრინავებსა და პუტინის მეგობარ ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალეს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტყვეობიდან გათავისუფლებული 5 სამხედრო მეთაური, რომელთა შორის 3 "აზოველია", საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პროტექციის ქვეშ დარჩება.

დღის ამბები