04 ივლისი 2026,   02:44
ვრცლად
გათიშული ელექტროენერგია, დახურული პორტები და გაუქმებული ფრენები- პუერტო-რიკოს ქარიშხალი ფიონა დაატყდა თავს 

პუერტო-რიკოს ქარიშხალი ფიონა დაატყდა თავს, რის შედეგად კუნძულის მოსახლეობას კატასტროფულ წყალდიდობასთან და მეწყერთან უწევს გამკლავება. 

გათიშულია ელექტროენერგია, დაიხურა პორტები, გაუქმდა ფრენები. მუშაობა შეაჩერეს სამთავრობო უწყებებმა და საჯარო სკოლებმა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ტროპიკული ქარიშხალი დომინიკის რესპუბლიკას მომდევნო რამდენიმე საათში მიაღწევს, შემდეგ კი ბაჰამის კუნძულებისკენ გადაინაცვლებს

დღის ამბები