5 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშებს სირიაში. როგორც ცნობილია, ისრაელმა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტზე და სირიის დედაქალაქის სამხრეთით მდებარე პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რაკეტების უმეტესობის განეიტრალება შეძლეს. თავდასხმასთან დაკავშირებით ისრაელის შეიარაღებულ ძალებში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც ცნობილია, ისრაელმა სირიის აეროპორტებზე იერიშები გაააქტიურა, რათა ირანის მიერ სირიელი და ლიბანელი მოკავშირეებისთვის საჰაერო გზით იარაღის მიწოდება შეაფერხოს.