04 ივლისი 2026,   06:52
ვრცლად
კიდევ ერთი დაბრუნებული სოფელი - დონეცკის რაიონში დიბროვას თავზე, უკრაინის დროშა ფრიალებს

ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება - კიდევ ერთი დაბრუნებული სოფელი დონეცკის რაიონში. დიბროვას თავზე, უკრაინის დროშა ფრიალებს.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთით, რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზის განადგურების შესახებ იუწყება მელიტოპოლის მერი. უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, რუსი სამხედროების ტექნიკა გაანადგურეს. მიუხედავად ამისა, ოკუპანტები თავდასხმებს არ წყვეტენ. უკრაინაში ომის 206 დღეს, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ხარკოვზე, დაზიანდა ერთ-ერთი საწარმო. ამ დროისთვის ხანძარი ლივკვიდირებულია.                         

"მტერი ცდილობს დონეცკის რეგიონის სრულ ოკუპირებას და დროებით დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რჩება საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე. ოკუპანტები კვლავ თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლების მხარდაჭერის გამო, ადამიანებს პატიმრობით და იძულებით გადასახლებით ემუქრებიან. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ დაარტყა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას. გარდა ამისა, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა სხვადასხვა მიმართულებით გაანადგურეს ერთი სუ-24, სამი საკრუიზო რაკეტა და ერთი მტრის უპილოტო საფრენი აპარატი," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი.

დღის ამბები