04 ოქტომბერი 2026,   15:25
ვრცლად
საქართველოს საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი ფორუმების გაერთიანების ხელმძღვანელები ეწვივნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი ფორუმების გაერთიანების ხელმძღვანელები ეწვივნენ. საკონვენციო და საგამოფენო ბიურო რამდენიმე წელი მოლაპარაკებას მართავს m&i Forum-თან ფორუმთან საქართველოში ღონისძიებების ჩატარების მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა თბილისში საგამოფენო სივრცეები და სასტუმროები დაათვალიერეს. m&i Forum-ი შეაფასებს, რამდენად მზად არის ქვეყანა უმასპინძლოს მასშტაბურ ღონისძიებებს.

"ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან საქმიანი ტურიზმის ფორუმის ორგანიზატორებთან, m&i Forum-თან იმისთვის, რომ საქართველოს 2023 წელს გახდეს მასპინძელი ქვეყანა ამ ღონისძიების. ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველოს ესტუმრება 100-მდე ღირებული, მნიშვნელოვანი და გავლენიანი ღონისძიებების ორგანიზატორები, რომლებიც შეხვდებიან ადგილობრივ კერძო სექტორს, მოინახულებს ჩვენს ტურისტულ სტრუქტურას და შედეგად ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

 

დღის ამბები