04 ივლისი 2026,   03:12
ვრცლად
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ინტენსიური შეტაკებები გრძელდება - არიან დაღუპულები

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, ურთიერთბრალდებების ფონზე, ინტენსიური შეტაკებები გრძელდება.

ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. არიან დაღუპულები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ, საღამოს საათებში, "ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა დაშკე-შენის, ქელბა-ჯარისა და ლაჩინის მიმართულებით".

"სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშკესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელეს. სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები, ღამის პერიოდში ახორციელებდნენ აზერბაიჯანის სახმედროების სიახლოვეს არსებული ტერიტორიების დანაღმვას. მოწინააღმდეგე მხარის ქვედანაყოფები, რომლებიც მდებარეობდნენ ბასარკეჩარის, ისტისუს და გორუსის დასახლებებში, მოხდა ინტენსიური დაბომბვა სხვადასხვა კალიბრის შეიარაღებიდან, შედეგად არიან დაშავებულები, ასევე დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა," - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა. 

აზერბაიჯანი მომხდარ შეტაკებებზე პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. სომხეთი კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

"მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. სამიზნეა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზოგიერთი მიმართულებით აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა განახორციელეს მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის. პოზიციური ბრძოლები გრძელდება. სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ პასუხს სცემს მტერს და სრულად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ საბრძოლო ამოცანებს. შექმნილ ვითარებაზე და მის შემდგომ განვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას," -აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი.

დღის ამბები