აზერბაიჯანმა სომხეთს 5 სამხედრო ტყვე გადასცა. სამხედროების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება 31 აგვისტოს ბრიუსელში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრაზე იქნა მიღებული. სამხედროების გადაცემა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა.
ფაქტს მიესალმება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამრეთ კავკასიაში და აღნიშნავს, რომ ტყვეების გადაცემა შუამავლების გარეშე მოხდა. ფაქტს გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც.