გაერთიანებული სამეფოს დედოფალს წუთიერი დუმილით პატივი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიაგეს.
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დედოფლის პატივსაცემად წუთიერი დუმილი გამოაცხადეს და მონიტორებზე ელისაბედ მეორის ფოტოები აჩვენეს. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი სპორტულ ღონისძიებებზეც გაიხსენეს. დედოფალს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ინგლისისა და შოტლანდიის ფეხბურთის რამდენიმე მატჩზეც.
ინგლისის პრემიერ ლიგა, დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, თამაშებს გადადებს.