ლაიფციგში ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები ქუჩაში გააპროტესტეს. დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი და სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა, მათ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ შემუშავებული ენერგეტიკული და სოციალური პოლიტიკა გააპროტესტეს.
აქციებში მონაწილეობდნენ მემარცხენე პარტიები, რომელთა ლოზუნგი იყო "ცხელი შემოდგომა სოციალური სიცივის წინააღმდეგ", ასევე ულტრა მემარჯვენე ჯგუფები, როგორიცაა "თავისუფალი საქსონია", რომლის წევრებიც უკვე ორი კვირაა ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაუქმებას.
აქციის დროს ლაიფციგის მოედანზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც ორი მიტინგის მონაწილეების დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, მცირე ინციდენტები აქციაზე მაინც მოხდა. აქციების ზოგიერთი მონაწილე მოითხოვდა დიპლომატიის გააქტიურებას, უკრაინის იარაღის მიწოდების სანაცვლოდ. იყვნენ ისეთებიც, ვინც გაზ-სადენ "ჩრდილოეთი ნაკადი2-ის" დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვდნენ. დემონსტრაციები ლაიფციგში მას შემდეგ გაიმართა, რაც გერმანიაში ენერგო მატარებლებსა და საკვებ პროდუქციაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.