ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი ნაწილია, ზეწოლა ენერგიის გლობალურ ფასებზე ისეთი გზით, რომელიც სარგებელს მოუტანს მომხმარებლებს ამერიკაში და გლობალურად - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესპიკერმა განაცხადა. კარინ ჟან პიერი აცხადებს, რომ რუსულ ნავთობზე, ზედა ზღვარის დაწესებას უკვე მოაქვს შედეგი, რადგან რუსეთი გარკვეულ ქვეყნებს 30 პროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობს.
თეთრი სახლის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პარასკევს დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრებმა პირობა დადეს ლიმიტის დაწესების შესახებ.
"რუსულ ნავთობზე გლობალური ფასის ზღვარი დაგვეხმარება ჩვენი ორი მიზნის მიღწევაში. პირველი არის ის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება პუტინის შემოსავლის უდიდესი წყარო, რომლითაც ომს აფინანსებს; მეორე, ნავთობმა უნდა განაგრძოს ბაზარზე შემოდინება დაბალი ფასებით და მიწოდება უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნას. ჩვენი ძალისხმევა ფასების ზედა ზღვართან დაკავშირებით უკვე იძლევა შედეგს. ანგარიშები აჩვენებს, რომ რუსეთი ზოგიერთ ქვეყნას გრძელვადიანი კონტრაქტით, 30 პროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი განაგრძობს თავისი ნავთობის მიწოდებას და ასევე მზადაა უფრო დიდი ფასდაკლებებისთვისაც. რუსულ ნავთობზე ფასების ზედა ზღვარი მძლავრი ინსტრუმენტია. ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი ნაწილია ზეწოლა ენერგიის გლობალურ ფასებზე ისეთი გზით, რომელიც სარგებელს მოუტანს მომხმარებლებს აშშ-ში და გლობალურად,“ - აცხადებს კარინ ჟან-პიერი.