"თსუ"-ში ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის კონფერენცია გაიხსნა. მონაწილეებმა ღვინის ეკონომიკასა და ინდუსტრიაზე იმსჯელეს, კოლეგებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. უცხოელი სპეციალისტები ღვინის სამშობლოში, მეღვინეობის უნიკალურ პრაქტიკასა და ყურძნის ჯიშებსაც შეისწავლიან.
კონფერენციაში მონაწილებს ასზე მეტი ღვინის ეკონომისტი მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, შტატებიდან , გერმანიიდან და იაპონიიდან.