05 ოქტომბერი 2022,   15:14
ვრცლად
მკვლელობა გურჯაანში - 42 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, მეზობლებს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა.

მოკლულია 42 წლის ლევან იაგანაშვილი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თანასოფლელები სოფელ არაშენდას მიმდებარედ, მინდორში ქეიფობდნენ, რა დროსაც მათ შორის დაპირისპირება დაიწყო. მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა. ცივი იარაღით მკვლელობაც სწორედ იმ ადგილას მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დღის ამბები