02 ოქტომბერი 2022,   06:58
ვრცლად
სვანეთში, მთებში ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად მაშველები უკვე რამდენიმე საათია ფეხით მიემართებიან - ვერტმფრენმა აფრენა უამინდობის გამო ვერ შეძლო

სვანეთში, კავკასიონის ქედზე ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად მაშველები უკვე რამდენიმე საათია ფეხით მიემართებიან. უამინდობის გამო აფრენა ვერ მოახერხა ქუთაისის აეროდრომზე მობილიზებულმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა.

"კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსი ტურისტები თეთნულდის უკანა მხარეს, მწვერვალ გესტოლასკენ მოძრაობდნენ, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა. 

ამ დროისთვის მათთან სატელეფონო კავშირი არ არის, თუმცა დადგენილია ლოკაცია.

გავრცელებული ცნობით, 6 რუსი ტურისტიდან 2 დაშავებულია. არავინ იცის, არიან თუ არა მათ შორის პროფესიონალი მთამსვლელები.

მწვერვალი ასასვლელად რთული არ არის, თუმცა რთულია მასთან მისასვლელი გზები. სწორედ ამიტომ სჭირდებათ მაშველებს დიდი დრო.

"კურიერი" ამ დრომდე ცდილობს მეტი დეტალის მოპოვებას, თუმცა ჯერჯერობით ინფორმაცია მწირია.

დღის ამბები