05 ოქტომბერი 2022,   15:49
ვრცლად
რა იქნება ციფრული ბოტასის, "ლისტის" და "ტესლა მედიას" შემდეგ - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ახალი ფინანსური პირამიდების საფრთხე კვლავ დიდია

საქართველოს ეროვნული ბანკი გაფრთხილებთ - ფინანსური პირამიდების საფრთხე კვლავ დიდია. ციფრული ბოტასის," ლისტის" და "ტესლა მედიას" შემდეგ, ბაზარზე, შესაძლოა, იოლი გამდიდრების ახალი სქემები გამოჩნდეს.

ბოლო დროის ყველაზე პოპულარულ ფინანსურ პირამიდებს მხოლოდ საქართველოში ათასობით დაზარალებული ჰყავს. ზარალის ანაზღაურება კი, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ხაფანგი თუ მარტივი ფული - ფინანსური პირამიდები ახალი სქემებით, სოციალურ ქსელებში ისევ გააქტიურდა. ეროვნული ბანკი გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, საეჭვო კომპანიებს თანხა არ ანდონ.

თაღლითური სქემის ავტორები, მომხმარებლების მოზიდვას ბაზრისთვის არაადეკვატური სარგებლის დაპირებით ცდილობენ. კერძოდ, სქემაში ჩაბმულებს გარკვეული დავალების შესრულება ეკისრებათ. მიზანი ერთია - თანხასთან ერთად, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი ჩაითრიონ. საბოლოოდ კი, პირამიდის ჩამოშლა გარდაუვალია, დაზარალებული კი ფინანსურ ხაფანგში გაბმული მომხმარებელი რჩება.

რთულია მსგავსი დანაშაულის გამოძიება. სფეროს სპეციალისტები, ფინანსური ზარალის გარდა, პირამიდულ სქემებში სხვა საფრთხეებსაც ხედავენ.

მას შემდეგ, რაც უნდობლობას მოიპოვებენ, პირამიდული ქსელების ავტორები მოქალაქეების თანხების დაუფლებისთვის ახალ მეთოდებს იმუშავებენ. მათ შორის, შესაძლოა, ბიზნესში თანხის დაბანდება შემოგთავაზონ. მეტი სიფრთხილისთვის, ეროვნული ბანკი საზოგადოებას აფრთხილებს, მსგავსი კომპანიების წარმომავლობა გადაამოწმონ და შეისწავლონ, არეგულირებს თუ არა მათ საქმიანობას რომელიმე საზედამხედველო ორგანო.

დღის ამბები