01 დეკემბერი 2022,   18:36
ვრცლად
ევროპაში "მაიმუნის ყვავილით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში "მაიმუნის ყვავილით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა, ესპანეთში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ეს აფრიკის კონტინენტს გარეთ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებული მსხვერპლის მეორე შემთხვევა. პირველი შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვალების შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. გასულ კვირას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით „გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა.

გაეროს ორგანიზაციის შეფასებით, ევროპაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია.

დღის ამბები