14 ივნისი 2026,   23:48
ვრცლად
მამამ შვილთან კამათისას სანადირო თოფიდან გაისროლა და შემთხვევით მეორე შვილი დაჭრა - ოჯახური დავა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში ოჯახში დავა დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც  სანადირო თოფიდან გაისროლა, საფანტი შემთხვევით მეორე შვილს მოხვდა.

ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ყელის არეში აქვს, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდაცველები.

დღის ამბები