04 თებერვალი 2023,   06:55
ვრცლად
თბილისში მომხდარი ფემიციდის უმძიმესი ფაქტი - სასამართლო 65 წლის მამაკაცის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლოში თბილისში მომხდარი ფემიციდის უმძიმეს ფაქტზე დაკავებული 65 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, 65 წლის მამაკაცმა 58 წლის მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. დაკავებული მამაკაცი თავს დამნაშავედ მიიჩნევს და დანაშაულს აღიარებს.

"ბრალდების მხარემ ბრალი წარუდგინა წინასწარ შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მკვლელობა ჩადენილი გენდერის ნიშნით და ბრალდების მხარემ მომართა სასამართლოს და ითხოვს უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას. რაც შეეხება მტკიცებულებას, გვაქვს როგორც მოწმეთა ჩვენები, ასევე ამოღებულია უშუალოდ დანაშაულის საგანი და ბრალდებულის ტანსაცმელზეც არის გარდაცვლილის სისხლი და სხვა ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში ადასტურებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. როგორც მტკიცებულებით დგინდება, არის ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა, ამიტომ არის გენდერის ნიშნით წარდგენილი ბრალდება,“ - აცხადებს პროკურორი, ლევან ვეფხვაძე.

ზაქრო ვარდიაშვილმა მეუღლე სასიკვდილოდ ოჯახური კამათის გამო გაიმეტა. დანაშაულის ჩადენის იარაღი უროა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღის ამბები