27 იანვარი 2023,   22:29
ვრცლად
"ღია ბიუჯეტის ინდექსის" მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

"ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით," საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

"საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ 100 ქულიდან 87 ქულით მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. ქვეყნის ეს შთამბეჭდავი მიღწევა საჯარო ფინანსების სფეროში გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია, როგორიცაა, საშუალოვადიანი დაგეგმვის გაუმჯობესება, პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვა, ანგარიშვალდებულების გაზრდა, საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, საბიუჯეტო დოკუმენტაციის გამოქვეყნება, მოქალაქეთა გზამკვლევების მომზადება და სხვა დაკავშირებული ღონისძიებები," - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.

დღის ამბები