10 ივნისი 2023,   17:30
ვრცლად
რევაზ გაბრიაძეს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა - შემოქმედის ხსოვნას საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა პატივი მთაწმინდის პანთეონში მიაგეს

რევაზ გაბრიაძეს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. ქართული თეატრისა და კინოს გენიალური რეჟისორის, მხატვრის, მწერლისა და მოქანდაკის ხსოვნას საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა პატივი მთაწმინდის პანთეონში მიაგეს.

გიორგი ტყემალაძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება და უახლოეს პერიოდში თბილისის ერთ-ერთ ქუჩას რეზო გაბრიაძის სახელი მიენიჭება.

დიდი ქართველი შემოქმედი გასულ წელს გარდაიცვალა. ის მთაწმინდაზეა დაკრძალული.

დღის ამბები