15 ივნისი 2026,   01:00
ვრცლად
"ოჯახის ინფორმაციით, ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დღეს საქართველოში იმყოფებოდნენ" - კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატი

ძმებ კაკულიებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. არ დაკმაყოფილდა ადვოკატის შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით, დავით და გუგა კაკულიები, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. მათ ბრალი ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში, საზღვრის უკანონო კვეთასა და იარაღის შეძენა-შენახვაში წაუყენეს.

გამოძიების ინფორმაცით, 27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე 10-ზე მეტი გასროლა სწორედ ძმებ კაკულიებს უკავშირდება. არ არის გამორიცხული მათ ბრალი კიდევ დაუმძიმდეთ. ერთ-ერთი ვერსიით, მათი სახელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს. დღეს ამ საქმეებთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გახდა ცნობილი.

ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის თქმით, ნიკო კვარაცხელიას ოჯახისთვის ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც იგი აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ, თბილისის ცენტრში მოკლეს, შედგა შეხვედრა მკვლელობის შემსრულებლებსა და სავარაუდო დამკვეთებს, ძმებ კაკულიებს შორის.

"ჩვენი ინფორმაციით და ოჯახის ინფორმაციითაც, ისინი ნიკოს მკვლელობის დღეს საქართველოში იმყოფებოდნენ. ოჯახის ინფორმაციით მკვლელობის შემდეგ მათი შეხვედრა შედგა, თუ სად - კონკრეტულად არ ვიცით, თუმცა შეიძლება ეს იყოს გაგარინის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბინა" - აცხადებს ადვოკატი.

დღის ამბები