15 ივნისი 2026,   01:07
ვრცლად
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დღეს ბრალს წაუყენებენ

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დღეს ბრალს წაუყენებენ. პროცედურა დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. ბრალს არ აღიარებს არც დაკავებული მოზარდი.

სამართალდამცველებმა მეათეკლასელი ბიჭი დაჭრიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ინცინდენტში მონაწილე მოზარდების და მოწმეების გამოკითხვის პროცესი.

74-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი, ორი დღის წინ, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, ავტოფარეხში მოხდა. დაპირისპირებაში 20-მდე არასრულწლოვანი მონაწილებდა, დაჭრილია ერთი მოზარდი. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"პაციენტი 2 დღის წინ იქნა მოყვანილი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით, მასიური სისხლდენით მუცლის ღრუში, სისხლის დიდი რაოდენობით დანაკარგით და მრავლობითი დაზიანებებით შინაგან ორგანოებზე. გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა სასიცოცხლო ჩვენებით, მოხერხდა მისი სიცოცხლის გადარჩენა რთული ოპერაციის შედეგად. ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში," - განაცხადა ბავშვთა ქირურგმა გიორგი ბახტაძემ.

დღის ამბები