დღეიდან, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობის მსურველებს სპეციალური სამგზავრო მიკროავტობუსი მოემსახურება. ტრანსპორტი კუს ტბის ასასვლელიდან ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ივლის და თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ღია ცის ქვეშ მუზეუმში მარტივად და სწრაფად მოხვედრა შეეძლებათ.
გარდა ამისა მგზავრები მუზეუმის ბილეთების შეძენას ავტობუსშივე შეძლებენ. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მიკროავტობუსში მგზავრობა დღეს უფასოა.