ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძმების აღმკვეთის ღონისძიება სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
დავით და გუგა კაკულიებს ბრალი ოფიციალურად გასული დღის ბოლოს წარუდგინეს. ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის გარდა, მათ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
გამოძიების ინფორმაცით, 27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე 10-ზე მეტი გასროლა სწორედ ძმებ კაკულიებს უკავშირდება. დაიჭრა ორი პირი. არ არის გამორიცხული, ძმებ კაკულიებს ბრალი კიდევ დაუმძიმდეთ. ერთ-ერთი ვერსიით, მათი სახელი 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს. დაკავებულები არცერთ ბრალს არ აღიარებენ.