18 სექტემბერი 2026,   06:46
ვრცლად
უკრაინის ქალაქებში მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალები იყო ჩართული

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 21-ე დღეს კვლავ განგაშის სიგნალები ისმის უკრაინის ქალაქებში. CNN-ის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევის გარეუბნებში. განგაშის სიგნალი ჩაირთო ჩერკასში, დნიპროში, ლვოვში, ოდესასა და სხვა ქალაქებში. ძლიერი აფეთქება იყო ხარკოვში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 მარტს სამი რუსული თვითმფრინავი, ვერტმფრენი, სამი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.​

დღის ამბები