ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციის შედეგად, დღევანდელ ვაჭრობაზე ლარმა დასტაბილურება დაიწყო. სავალუტო ბაზარზე დღეს ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3 ლარი და 20 თეთრია.
"უკვე ერთ დღეში, საკმაოდ მნიშვნელოვნად დასტაბილურდა კურსი. კიდევ უფრო გამყარდება კურსი და წონასწორობის წერტილს დაუბრუნდება. შემიძლია საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნო, რომ მთავრობა ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში მოქმედებს ბიზნესთან და ეროვნულ ბანკთან ერთად. ლარის ეს გაუფასურება გამოწვეული იყო აბსოლუტურად სუბიექტური ფაქტორებისგან. ვგულისხმობ არასაფუძვლიან პანიკას და გარკვეული პირების მიერ დესტრუქციულ განცხადებებს,"- აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.