ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტი - ეს იყო საქართველოსა და სამხრეთ კორეის ოფიციალური უწყებების წარმომადგენელთა ონლაინ კონფერენციის მთავარი თემა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან საერთო ინვესტიციის მოცულობა 204 მილიონ დოლარზე მეტია.