სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოავლინა მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ ონის მუნიციპალიტეტში. უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემოწმდა სოფელ შქმერში შპს „ტექნოლოგი 2021-ისა" და შპს „მნ ნორთის" საქმიანობა. გამოვლენილ დარღვევებზე შედგა შესაბამისი ოქმი, რომელიც ადგილობრივ სასამართლოს გადაეგზავნა.
გარდა ამისა, წიაღისეულის უკანონო გამოყენებით დაინტერესებული არიან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. გამოვლენილი დარღვევების გამო შპს „ტექნოლოგი 2021-ს" საქმიანობა შეჩერებული აქვს.