28 იანვარი 2022,   21:04
ვრცლად
ადვილად გადამდები და ვაქცინასთან რეზისტენტული B.1.1.529 - მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ახლად აღმოჩენილი ვერსია ყველაზე საშიშია

ადვილად გადამდები და ვაქცინასთან რეზისტენტული - მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ახლად აღმოჩენილი კორონავირუსის ვერსია ყველაზე საშიში ვარიანტია მის წინამორბედებს შორის.

ჯანდაცვის ექსპერტების შეშფოთების საგანს ის ფაქტი წარმოადგეს, რომ B.1.1.529-ის, ამ დრომდე 10 მუტაცია გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე მსოფლიოში დომინანტი შტამი "დელტა" იყო, ახლა შესაძლოა სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ვირუსის სახეობა მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემა გახდეს. ამ დრომდე ახალი შტამის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ბელგიაში, ბოტსვანასა და ჰონგ-კონგში.

ვირუსის ახალი შტამის გამოჩენამ მსოფლიო საგონებელში ჩააგდო. ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს სამხრეთ აფრიკიდან ავიამიმოსვლის შეწყვეტას სთავაზობს. ეს ნაბიჯი უკვე გადადგა ისრაელმა და დიდმა ბრიტანეთმა. პრევენციისთვის შესაძლოა ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

აფრიკაში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 41 პროცენტია აცრილი. რაც ვირუსის სწრაფად გავრცელების რისკებს კიდევ უფრო ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი ვირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს.

ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვები ხელახლა ამოქმედდა პორტუგალიაში. იანვრიდან ერთი კვირის განმავლობაში სავალდებულო იქნება დისტანციურად მუშაობა და დროებით დაიხურება სკოლები. გამკაცრდება კონტროლი საზღვრებზე.

ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ჩეხეთში. ინფიცირებულებს შორის მოხვდა ჩეხეთის პრეზიდენტიც. ქვეყანაში ბარები და რესტორნები 22 საათზე დაიხურება, აიკრძალება საშობაო ბაზრობები. ჩეხეთში სრულად ვაქცინირებული მოქალაქეების მხოლოდ 58 %-ია.

დღის ამბები