09 დეკემბერი 2021,   01:00
ვრცლად
ფრინველის გრიპის მუტაცია ჩინეთში - ექსპერტები H5N6-ის ადამიანებზე სწრაფად გავრცელების საფრთხეზე ალაპარაკდნენ

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი იზრდება. ექსპერტების თანახმად, გრიპის თავდაპირველი ფორმა იცვლება და არსებობს რისკი, ახალი ვარიანტები ადამიანებში უფრო სწრაფად გავრცელდეს.

2020 წელს ადამიანებში H5N6 ტიპის ფრინველის გრიპის სულ 5 შემთხვევა გამოვლინდა, მიმდინარე წელს კი ინფიცირებულია 21 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია ფრინველთან კონტაქტის შედეგად.

დღის ამბები