04 დეკემბერი 2021,   14:44
ვრცლად
ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამთავრებს შიმშილობას - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალში გადასასვლელად მზადაა, თუმცა როდის მოხდება ციხის საკნიდან მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე ვერ სახელდება.

აქვე, ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი ამბობს, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

"მიხეილ სააკაშვილი მზად არის გადავიდეს ჰოსპიტალში, ეს რა საკვირველია დღეს და ხვალ ალბათ არ მოხერხდება, შაბათს-კვირას არ ვიცი როდის იქნება ეს. ამასთან, გასავლელია კიდევ რაღაც პატარა საკითხები ჯანმრთელობის და იუსტიციის სამინისტროებთან. ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამთავრებს შიმშილობას," - განაცხადა ექსპრეზიდენტის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მე-3 პრეზიდენტი უკვე 21 დღეა შიმშილობს.

დღის ამბები