09 დეკემბერი 2021,   03:04
ვრცლად
ავარიას კახეთში მსხვერპლი მოყვა - არიან დაშავებულები 

თელავის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა - სოფელ ნაფარეულთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ერთამნეთს "ჯიპისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, ისინი სავაადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

ავტოსაგზაო ინციდენტის შედეგად დაზიანდა კიდევ ერთი მსუბუქი ავტომანქანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები