09 დეკემბერი 2021,   02:08
ვრცლად
კოვიდის აქტიური შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 40 ათასს გადააჭარბა - თავისუფალი საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს

კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელების რისკები იზრდება. იყო მოლოდინი, რომ მაღალ სტატისტიკურ მონაცემებს ვაქცინაციის მაღალი ტემპი დაუპირისპირდებოდა, თუმცა შედეგები საგანგაშო აღმოჩნდა. ეპიდემიოლოგები ამ ფონზე მძიმე ზამთარს ელოდებიან. 

მაღალი ნიშნულით დაწყებული მეხუთე ტალღა საგანმანათლებლო დაწესებულებებზეც აისახა - ეტაპობრივად ბაღები და სკოლები იხურება. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, გადაწყდა, რომ სწავლა საკლასო ოთახებში მაინც გაგრძელდება და მხოლოდ ის კლასი დაიხურება, სადაც ვირუსი დადასტურდება.

აქტიური შემთხვევების რაოდენობამ უკვე 40 000-ს გადააჭარბა. საქართველოს მასშტაბით, კლინიკებში მხოლოდ 3000 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. მიმდინარე კვირა გადამწყვეტი იქნება. ამ ეტაპზე, პასუხისმგებელი პირები დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობას ვერ ხედავენ. ამბობენ, რომ შეზღუდვების რეკომენდაციას უკიდურეს შემთხვევაში გასცემენ.

ვირუსის წინა ტალღებისგან გასხვავებით, ამჯერად სწორედ ვაქცინაცია მიჩნიათ მედიკოსებს მდგომარეობის შემსუბუქების მთავარ პირობად. 

ვაქცინაციის ტემპების გასააქტიურებლად დღეს ე.წ. იმუნიზაციის მარათონი შიდა ქართლიდან დაიწყო, სადაც ამირან გამყრელიძე და ეკატერინე ტიკარაძე თავად ჩავიდნენ. ე.წ. ვაქცინაციის მარათონი შემდეგ ქვემო ქართლში გადაინაცვლებს.

დღის ამბები