09 დეკემბერი 2021,   03:08
ვრცლად
ავლაბარში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა - რა ვითარებაა ადგილზე 

ავლაბარში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა არმაზის შესახვევში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ და შესაბამისი უწყებებიდან ადეკვატური რეაგირების მოლოდინში არიან.

ორსართულიანი სახლი დიდი ხანია ავარიულია და მას კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მოსახლეობა დედაქალაქის მთავრობისგან შენობის დროულ რესტავრაციას ან კულტურული ძეგლის სტატუსის მოხსნას მოითხოვს, რათა ინვესტორმა შესვლა შეძლოს.

გამგეობაში კი განმარტავენ, რომ 4 ოჯახიდან ორი დროებით საცხოვრებელშია გადაყვანილი. 

დღის ამბები