07 ოქტომბერი 2026,   12:32
ვრცლად
ჩამონგრეულ კორპუსზე ბოლო 10 წლის განმავლობაში არანაირი ნებართვა არ გაცემულა - ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლი

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე ირწმუნება, რომ საცხოვრებელ კორპუსში, რომლის ნაწილიც დღეს ჩამოინგრა, ბოლო 10 წლის განმავლობაში არანაირი ნებართვა არ გაცემულა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში ამ ხნის განმავლობაში არც მიშენება და არც დაშენება არ განხორციელებულა.

ლელა სურმანიძის განცხადებით, მომხდარის მიზეზების დადგენის მიზნით, მერიამ უკვე მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. 

მერის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა ლიფტის კონსტრუქციასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ის ნაკლებად სავარაუდოა, ნგრევის მიზეზი გამხდარიყო, რადგან კონსტრუქცია იყო მსუბუქი, არ იყო ჩაშენებული შენობის კედლებში და მის სიმყარეს საფრთხეს არ უქმნიდა. 

ლელა სურმანიძის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ კონკრეტულ კორპუსთან დაკავშირებით არანაირი ნებართვა არ გაცემულა. მისივე თქმით, სალონის რემონტის პროცესში საძირკველთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ მერიაში არანაირი განცხადება არ შემოსულა. 

დღის ამბები