19 ოქტომბერი 2021,   23:04
ვრცლად
ქუთაისში ავარიას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლი წინ მიმავალ ავტომობილს დაეჯახა, რომელშიც ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.  

დედა ბავშვებთან ერთად უკანა სავარძელზე იჯდა, მას შვილი ხელში ჰყავდა. დაჯახების შედეგად, ბავშვმა მძიმე დაზიანება მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. შეჯახების შედეგად ქალმა სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო. მას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია, თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები