19 ოქტომბერი 2021,   21:52
ვრცლად
დატბორილი ქუჩები, ჩამოწოლილი მეწყერი და ჩამოვარდნილი მეხი - აჭარასა და გურიაში სტიქიას ებრძვიან

დატბორილი ქუჩები, ჩამოწოლილი მეწყერი და ჩამოვარდნილი მეხი - აჭარასა და გურიაში სტიქიას ებრძვიან. ბათუმში ათეულობით ქუჩა დაიტბორა.

წყალი შევიდა ურეკის პოლიციის შენობაშიც, სადაც თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში შესვლას ვერ ახერხებდნენ.

სუფსაში კი დატბორილ სახლს მეხი დაეცა. ორივე რეგიონში არაერთი ოჯახი დაზარალდა. შექმნილია სპეციალური კომისია რომელიც მიყენებულ ზარალს ითვლის.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ყველა დაზარალებულს დახმარებას დაჰპირდნენ.

დღის ამბები