18 ოქტომბერი 2021,   10:38
ვრცლად
წინასაარჩევნოდ ოზურგეთში "ქართული ოცნების" ლიდერები ჩავიდნენ

11 დღე არჩევნებამდე - წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში "ქართული ოცნების" ლიდერები ჩავიდნენ.

ისინი კანდიდატებს და ადგილობრივი შტაბის წევრებს შეხვდნენ. პარტიის წარმომადგენლებმა საარჩევნო კომისიების წევრებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს. მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ გურიაში არჩევნების მოგების განსაკუთრებული იმედი აქვთ. 

"გურიის რეგიონში გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ შეგვიძლია, რომ პირველივე ტურში სამივე არჩევნების მოგება,"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდემაი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები