16 ივნისი 2026,   01:13
ვრცლად
სროლა წყნეთში - არსებული ინფორმაციით დაჭრილია ორი პირი 

წყნეთში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 2 პირი. ფაქტი "რუსთავი 2-ს" შსს-ს პრესამსახურში დაუდასტურეს.

ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია მომხდარის შესახებ, ცნობილი არ არის. 

უწყების ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 19/109-ე და  236-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები