19 სექტემბერი 2021,   05:13
ვრცლად
მკვლელობა ზუგდიდში - ადვოკატები 65 წლის ბიზნესმენის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ

65 წლის ბიზნესმენ ზაურ კვიკვინიასთვის ზუგდიდის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ადვოკატები დღეს ქუთაისის სააპელაციოში გაასაჩივრებენ. საუბარია მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის შეფარდებულ წინასწარ პატიმრობაზე, რითაც მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ინციდენტი სამი დღის წინ, ზუგდიდში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. დაკავებულმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მის ბიზნესპარტნიორებს, მამა-შვილს ესროლა - მამა ადგილზევე დაიღუპა, შვილი კი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია.

დაკავებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ კვიკვინიას მკვლელობა დაგეგმილი არ ჰქონდა.

დღის ამბები