პარიზში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აქციების ფონზე, ხვალიდან პარასკევის ჩათვლით ქვეყანაში სასწავლო პროცესი მთლიანად შეჩერდება.
ამასთან, როგორც საფრანგეთის სტუდენტური გაერთიანება L'Union Etudiante აცხადებს, დღეს საფრანგეთის მასშტაბით ქუჩებში 450 000 მომიტინგე გამოვიდა.
ცნობისთვის, პროტესტის მიზეზი განათლების სისტემაში არსებული პრობლემებია.