24 ივლისი 2021,   00:09
ვრცლად
ხანძარი ბათუმში - დამწვარია საცხოვრებელი ბინის ნაწილი

ხანძარი იყო ბათუმში - ცეცხლი გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა იყო. შემთხვევის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 2 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

დღის ამბები