17 ივნისი 2021,   00:29
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ბათუმში "ირაოს" თანამშრომლის დაჭრაში სავარაუდო მონაწილე დაკავებულია

ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, "კურიერის" ინფორმაცით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაჭრილი მამაკაცი სადაზღვეო კომპანია "ირაოს" თანამშრომელია. კომპანია "ირაოს" რეგიონული მენეჯერი ირაკლი დიასამიძე "კურიერთან" სატელეფონი საუბარში ამბობს, რომ მომხდარი ფაქტი დაჭრილის საქმიანობას არ უკავშირდება, თუმცა ამ დროისთვის მისთვის მომხდარი მოტივი უცნობია. 

40 წლამდე მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული, ამოღებულია დანაშაულის იარაღი, დანა. 

"ყვირილის ხმაზე გავიქეცი, დავინახე დაგდებული მიწაზე ახალგაზრდა ადამიანი. საკმაოდ დიდი ჭრილობები ჰქონდა მუცლის არეში," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შემთხვევა ბათუმში სადაზღვეო კომპანი "ირაოს" ოფისთან, ზუბალაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

დღის ამბები