20 ივნისი 2021,   05:47
ვრცლად
3 ლარი და 10 თეთრი - ბენზინის ღირებულების ისტორიული რეკორდი - საწვავის გაძვირება შესაძლოა ტრანსპორტის ფასზეც აისახოს

3 ლარი და 10 თეთრი – საწვავის ფასი ისტორიულ ნიშნულზეა. ბენზინში რეკორდულად მაღალი ღირებულების გადახდა მძღოლებს დღეს მოუწიათ. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში საწვავის ღირებულებამ სულ მცირე 10 თეთრით მოიმატა.

რატომ ძვირდება ქვეყანაში საწვავი ასეთი ტემპით? ნავთობიმპორტიორები ორ - საგარეო და საშინაო მიზეზზე საუბრობენ - პირველი, ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებაა, სადაც ბოლო ორი თვის განმავლობაში დიზელი 90 ამერიკული დოლარით, ბენზინი კი 120 დოლარით გაძვირდა. მეორე მიზეზად სპეციალისტები საქართველოში ლარის კურსის არასტაბილურობასა და მის პერიოდულ გაუფასურებას ასახელებენ.  

ბენზინის ფასის ცვლილება შესაძლოა ტრანსპორტზე აისახოს. საწვავის ღირებულების მატებასთან ერთად არ არის გამორიცხული მგზავრობის საფასური გაიზარდოს ტაქსით მგზავრობისთვის. ბენზინის გაძვირების გამო ფასების გადახედვას აპირებენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები.

როგორ შეიძლება ბენზინზე ფასი შემცირება - კონკრეტული პასუხი აქვთ ეკონომიკის ექსპერტებს. სპეციალისტები ფიქრობს, რომ თუ მთავრობა 2017 წლის გადაწყვეტილებას შეცვლის და აქციზის ფასის გაორმაგების გადაწყვეტილებას გააუქმებს ნავთობზე ფასი დაიწევს. თუმცა თუ გამომწვევი ფაქტორები არ დასტაბილურდება ეს გადაწყვეტილება, რომელიც ბენზინის საფასურს დაახლოებით 25 თეთრით შეიმცირებს, მხოლოდ დროებითი აღმოჩნდება. 

 

დღის ამბები