01 აგვისტო 2021,   15:28
ვრცლად
პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების  მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა. ამ საკითხში მას დახმარებას ვაზილ ჰუდაკი გაუწევს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვაზილ ჰუდაკი მთავრობას პანდემიის პირობებში ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავებაში დაეხმარება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვანი როლი ექნება.

ვაზილ ჰუდაკი აქამდე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტად მუშაობდა. ასევე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრად სლოვაკეთში. გუშინ კი ის მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინეს. უცხოელი მრჩეველი მთავრობის ადმინისტრაციაში აქამდე მხოლოდ გარემოს დაცვითი მიმართულებით არსებობდა. საინვესტიციო მრჩეველი უკვე ახალი თანამდებობაა.

დღის ამბები