11 მაისი 2021,   14:54
ვრცლად
ბავშვები განათლების გარეშე - რატომ არ შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქართულ საჯარო სკოლებში სწავლა

რატომ ვერ აძლევს საქართველო განათლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს - განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ბათუმში სამი არასრულწლოვანი უკვე 6 წელია ელოდება. დაბალი სოციალური შესაძლებლობის ოჯახის სამი წევრიდან საქართველოში სკოლაში არც ერთს არ უვლია.

სამი არასრულწლოვნიდან სრულყოფილად წერა-კითხვა მხოლოდ ერთმა იცის, დანარჩენ ორს კი სოციალური სამსახურის ჩარევის შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაციაში ასწავლიან.

თურქულ-ქართული ოჯახის წევრებს ეუბნებიან, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საჯარო სკოლაში ვერ მიიღებენ. 11 წლის ჯანის, 9 წლის აზიფესა და 16 წლის მარიამის მსგავსად, ქვეყანაში 10 000-ზე მეტი ბავშვია დარჩენილი სასკოლო განათლების გარეშე.

დღის ამბები