16 მაისი 2021,   12:42
ვრცლად
სასმელი წყლის გარეშე დარჩენილ ოჩხამურს მოსახლეობა ტოვებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში მოსახლება უკვე წლებია, უწყლოდ ცხოვრობს. დღეს პრობლემა ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს, მათი თქმით, 2000-მდე ოჯახს წყალი შეზღუდული გრაფიკით ან საერთოდ არ მიეწოდება.

ოჩხამურში ამბობენ, რომ წყალი სასმელად უვარგისია და ერთადერთი მოთხოვნა სუფთა წყლის მიწოდებაა.

ადგილობრივები ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე საუბრობენ და შექმნილ ვითარებაში ადგილობრივ მთავრობას ადანაშაულებენ. ამასთან, მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობს და სასმელ წყალს რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებიან, რაც საკმარისი არ არის.

ხანდაზმულები ჩივიან, რომ ახალი თაობა დაბას მძიმე სოციალური პირობების გამო ტოვებს. 

დღის ამბები